2024/03/28
Home / ახალი ამბები / “მწვანე ბიზნესის ასოციაციამ” გამართა სამუშაო შეხვედრა “გავამწვანოთ ბიზნესი”

“მწვანე ბიზნესის ასოციაციამ” გამართა სამუშაო შეხვედრა “გავამწვანოთ ბიზნესი”

არასამთავრობო ორგანიზაციის -„მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა „გავამწვანოთ ბიზნესი“. შეხვედრის მასპინძელი გახლდათ “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლების პედაგოგები და დირექტორები ქედადან, საჩხერედან, ხულოდან, ლაგოდეხიდან, გორიდან, ბოლნისიდან, ჟინვალიდან, ხაშურიდან, ჭიათურიდან; ასევე ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის მწარმოებლები, სხვადასხვა “მწვანე” ბიზნესის წარმომადგენლები, მეცნიერები, მკვლევარები, ჟურნალისტები, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის სტრატეგია და მის მისაღწევად დაგეგმილი ტაქტიკური ნაბიჯები, სამომავლო გეგმები. დაფიქსირდა ბევრი საინტერესო იდეა, რომლის განვითარებას და ბიზნესის პროდუქტად ჩამოყალიბებას არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყოებენ ხელს სკოლებში, საბოლოოდ სოფლის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
პედაგოეგბმა გამოთქვეს სურვილი, რომ სკოლის გარეთაც, ინდივიდუალურად შეუდგნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო ეკონომიკურ საქმიანობას სხვადასხვა იდეების საფუძველზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ბიზნესის ასოციაცია” მუშაობს საქართველოში ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის/ტექნოლოგიების პოპულარიზაციაზე. ორგანიზაციის მისიაა სასკოლო ასაკიდანვე ბავშვის ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი მიზნები : ჩამოაყალიბოს უნიკალური რგოლი: ორგანიზაცია-ბავშვი-მშობელი-ოჯახური ბიზნესი-რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება. ორგანიზაციის ხედვა ასეთია: განათლება მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

ორგანიზაციის სტრატეგიაა შეასრულოს მედიატორის როლი ეკომწარმოებლებსა და მათ მომხმარებლებს შორის, დაამყაროს მჭიდრო და ეფექტიანი კავშირები ბიზნესსა და ბაზარს შორის. აღნიშნული სტრატეგიის მისაღწევად ორგანიზაციამ ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა შეარჩია: მუშაობს მოზარდებთან, რათა ბავშვმა მიწოდებული სიახლე მიიტანოს მშობელთან და გაცილებით სწრაფად მოხდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის პოპულარიზაცია. ამრიგად, ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში მუშაობს როგორც ეკომწარმოებლებთან, ასევე მათ პოტენციურ მომხმარებლებთან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ბევრი სკოლა უკვე 1 წელია სწავლობს ორგანიზაციისგან ბიოტექნოლოგიებს, წინა სემესტრში მათ მოსწავლეებთან ერთად მოიყვანეს ინოვაციური პროდუქტები: მიკრომწვანილები, ღივები, ჯეჯილი წვენის დასაწურად. პედაგოგებთან ეფექტიანი მუშაობის მიზნით ორგანიზაციამ შექმნა დისტანციური პროგრამა. პედაგოგები რეგისტრირდებიან პროგრამაში, ყოველკვირეულად იღებენ ახალ მასალებს, დავალებებს, რასაც ასრულებენ მოსწავლეებთან ერთად და სამუშაოს ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას აგზავნიან პროგრამის საშუალებით.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …