2024/04/25
Home / ახალი ამბები / ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ. მავნებლის მოზამთრეობიდან გამოსვლა იწყება, როდესაც ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა მიაღწევს 15-16 ˚ C – ს. ჭუპრებიდან გამოფრენილი პეპლები განაყოფიერების შემდეგ იწყებენ კვერცხდებას, რომელიც 507 დღის განმავლობაში გრძელდება.

ყურძნის ჭია იძლევა 3 თაობას. პირველი თაობის მატლები აზიანებენ ყვავილებს, მეორე თაობის – მწვანე მარცვლებს, ხოლო მესამე თაობის მატლები შეთვალებულ მარცვლებს (სიმწიფეში შესვლის პერიოდი).

მავნებლის ბიოლოგიური მეთოდით კონტროლი შესაძლებელია როგორც ორგანულ ისე ტრადიციულ და შერეულ მეურნეობებში.

ყურძნის ჭიის მატლების შემცირების მიზნით, აუცილებელია სამივე თაობის პირველი და მეორე ხნოვანების მატლების წინააღმდეგ გამოვიყენოთ ლეპიდინის 2%-იანი სამუშაო ნაზავი.

ჭუპრის და პეპლის ფაზაში, თაობებს შორის პერიოდში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიმის ზეთის 0.5 – 0.75% – იანი სამუშაო ნაზავი.

ლეპიდინი სერტიფიცირებული ბიოლოგიური ინსექტიციდია, რომელიც ქერცლფრთიანების რაზმის მწერების წინააღმდეგ გამოიყენება. საქართველოში 2010 წლიდან იწარმოება და წარმატებით გამოიყენება როგორც ვაზში ისე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.

ნიმის ზეთი ასევე სერტიფიცირებული ბიოლოგიური ინსექტოაკარიციდია, რომლის საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი და დამნერგავია კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“.

პროდუქტების ფასები:

  • ლეპიდინი 1 ლიტრი – 9 ლარი
  • ნიმის ზეთი 1 ლიტრი – 75 ლარი
  • ნიმის ზეთი 500 მლ.ლიტრი – 40 ლარი

რეგიონული წარმომადგენლები:

  • კახეთი: 557199118; 579608822
  • აჭარა: 599407340
  • სხვა რეგიონები: 551991180

Check Also

ტურინგენი და ნიმის ზეთი ვაზის ტკიპისა და ფარიანების წინააღმდეგ

ვაზის ერთ-ერთ პრობლემურ მავნებლად ტკიპა მიიჩნევა, რადგან იგი მთელი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება, მრავლდება სწრაფად …