2024/04/20
Home / ახალი ამბები / „WORLDGARDEN – შენი ხე საქართველოში“ პროექტის აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს კომპანია “ბიოაგრო” გაუძღვება

„WORLDGARDEN – შენი ხე საქართველოში“ პროექტის აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს კომპანია “ბიოაგრო” გაუძღვება

WorldGarden არის ეკოლოგიურად სუფთა ბაღი, რომელიც კახეთის მიკროზონაში, ხაშმში შენდება. ამ ბაღში შეგიძლიათ თქვენი სახელობის ხე დარგოთ და მოსავლის 20% მიიღოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ.

ბაღში ისეთი კულტურების გაშენებაა დაგეგმილი, როგორებიცაა ბროწეული, ქლიავი, ზეთისხილი, ხურმა, ფსტა, ნუში, კაკალი, თხილი და სხვა.

 WorldGarden – ის ბაღში აგროტექნოლოგიურ პროცესებს, მოვლა-მოყვანის სქემებს კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ გაუძღვება და მათივე ორგანული სასუქებითა და ბიოლოგიური პრეპარატებით ჩატარდება წამლობები.

პერიოდულად, სპეციალისტები ჩაატარებენ მონიტორინგს, ლაბორატორიულ ანალიზებს მცენარისა და ნიადაგის მავნებელ-დაავადებებზე და შესაბამისად განახორციელებენ შემდეგ ნაბიჯებს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ხაშმის ეს მიკროზონა ტურისტული კუთხითაც აქტიურად დაიტვირთება, მოეწყობა როგორც შემეცნებითი ისე გასტრონომიული ტურები.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …