2024/04/19
Home / ბიბლიოთეკა / ჟოლოს ჟანგა

ჟოლოს ჟანგა

უმთავრესად ავადდება მცენარის ფოთლები, ზოგჯერ ღეროც. ფოთლის ზედა მხარეზე ჩნდება მოყვითალო – მონაცრისფრო მეჭეჭები. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ტენიანი ამინდი. დაავადება ხასიათდება დიდი მავნეობით. ძლიერი განვითარების დროს მოსავლის 28-30%-ით შემცირებას იწვევს. დაავადება ასევე იწვევს ფოთლების ნაადრევ ხმობას, ყლორტების განუვითარებლობას და დეფორმაციას. დაავადებული ყლორტები ხშირად მუქდება და ხმება.

დაავადებასთან ბრძოლის მიზნით, გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს ჩამოცვენილი ფოთლების ღრმად ჩახვნა ნიადაგში.

ვეგეტაციის პერიოდში 3-4-ჯერ უნდა ჩატარდეს წამლობა კოლოიდური გოგირდის 1%-იანი სუსპენზიით.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ტურინგენი და ნიმის ზეთი ვაზის ტკიპისა და ფარიანების წინააღმდეგ

ვაზის ერთ-ერთ პრობლემურ მავნებლად ტკიპა მიიჩნევა, რადგან იგი მთელი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება, მრავლდება სწრაფად …