2024/04/27
Home / ახალი ამბები / ლეპიდინი თუ ტურინგენი?

ლეპიდინი თუ ტურინგენი?

ტურინგენი და ლეპიდინიბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრისმიერ წარმოებული ინსექტიციდებია, რომლებიც ფერმერულ ბაზარზე მაღალი შედეგიანობით სარგებლობენ. თუმცა, მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ორ პრეპარატს ამა თუ იმ მავნებლის წინააღმდეგ არასწორად იყენებენ და შესაბამისად, შედეგიც არასახარბიელო დგება.

წარმოგიდგენთ ტურინგენისა და ლეპიდინის მთავარ საერთო და განმასხვავებელ მახასიათებლებს, რომლების მიხედვითაც ორგანულ და შერეულ მეურნეობებში წარმატებით დაუმკლავდებით მავნებლებს.

ორივე მათგანი არის:

→ ინსექტიციდი;

→ ბიოლოგიური;

→ ლავრაციდული მოქმედების (გამოიყენება მავნებლის მატლის ფაზაში);

→ 2%-იანი სამუშაო ნაზავი (ხშირ შემთხვევაში);

→ გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში.

ლეპიდინი – (სერტიფიცირებულია კავკასსერტის მიერ) გამოიყენება ქერცლფრთიანების რაზმის მწერების ლავრების წინააღმდეგ.

ბაქტერია: BACILLUS TURINGIENSIS var. KURSTAKI

მოქმედების სპექტრი: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი,  კუნელის თეთრულა, ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფჭამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოსფარვანა, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი; კომბოსტოსა და სათბურის ფრთათეთრა, თალგამის თეთრულა; კომბოსტოს ჩრჩილი; ალურები; ბამბის ხვატარი, მარცვლეული სხვატარი, იონჯას ხვატარი, მზომელები, ფოთოლხვევიები, ოქროკუდა, მწვანე ფოთოლხვევია, არაფარდი პარკხვევია, ფიჭვის აბრეშუმხვევია, ფიჭვის ხვატარი, ფიჭვის მზომელა, აგრეთვე ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქეცფრთიანი მავნებლები.

ტურინგენი – (სერტიფიცირების პროცესშია) გამოიყენება ხეშეშფრთიანების რაზმის მწერების ლავრების, თრიფსების, ბუგრების წინააღმდეგ.

ბაქტერია: BACILLUS TURINGIENSIS var. TURINGIENSIS

მოქმედების სპექტრი: კოლორადოს ხოჭო, ფოთოლჭამიები, ცხვირგრძელები, მილხვევიები, მემარცვლიები, თრიფსები, ბუგრები და სხვა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე, ცალკე სპექტრი აქვს ლეპიდინს, ცალკე სპექტრი აქვს ტურინგენს. საჭიროების შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა გამოვიყენოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კომპლექსურად.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …