2024/04/26

ნიმის ზეთი

ინსექტოაკარიციდი

პრეპარატის შესახებ

ბიოლოგიური ინსექტიციდი, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზადირაქტინია და შეიცავს ასევე სხვა ლიმონოიდებს.

პრეპარატის დამზადებისას გამოიყენება ნიმის ზეთი და საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი საპონინები, ამიტომ არის წყალში ხსნადი, გამოყენებისთვის მზა ფორმა.

გამოყენება: გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, როგორც ფოთლოვანი, ისე პირდაპირი შეტანის გზით.

ზოგადი ინფორმაცია:

  • გამოიყენება მწერების, ტკიპებისა და ნემატოდების წინააღმდეგ
  • გამოიყენება მავნებლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრული ფაზების წინააღმდეგ
  • შეიძლება გამოყენებული იქნას მოზამთრე კვერცხების ფაზაში
  • სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს
  • როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა
  • გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში

მოქმედება:

  • მწერი წყვეტს საკვების მიღებას
  • რეპელენტი
  • აჩერების მწერების ზრდის პროცესს
  • სტერილანტი

ინსექტიციდური მოქმედება:

  • კოქციდები ( ცრუფარიანები, ფარიანები )
  • ბუგრები
  • თრიფსები
  • ქერცლფრთიანები (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვა)
  • ტკიპები
  • ბაღლინჯოები

პრეპარატის გამოყენება კულტურების მიხედვით:

ინსექტოაკარიციდული მოქმედების პრეპარატი, ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახეობების ნემატოდების წინააღმდეგ.

დოზირება:

ღია გრუნტი – 0.3 – 0.7 % სამუშაო ნაზავი

სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობები – 0.7 – 1 % სამუშაო ნაზავი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

პრეპარატით წამლობის გამეორება რეკომენდირებულია 10-15 დღის ინტერვალით. თუ მწერი განვითარების მაღალ სტადიაშია, გამოიყენეთ მეტი სიხშირით.

თავსებადობა:

პრეპარატის შერევა შეიძლება ნებისმიერ ბიოლოგიურ თუ ქიმიურ მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებებთან, გარდა ალკალოიდების ჯგუფისა.

შენახვის ვადა: პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ ორიგინალურ კონტეინერში მშრალ, გრილ, უსაფრთხო ადგილას.

გამოყენების მეთოდი

დოზირება და ხსნარის პროცენტულობა დამოკიდებულია მწერების განვითარების დონეზე,  მცენარის განვითარების პერიოდზე და მწერებთან ბრძოლის ადგილობრივ გამოცდილებაზე.

გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს.

არ გამოიყენოთ ყვავილობის დროს.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

ჭურჭელში პირველად ჩაასხით პრეპარატი, შემდეგ დაუმატეთ წყალი და კარგად მოურიეთ.

სამუშაო ხსნარი მომზადების დღესვე გამოიყენეთ.

სარგებელი

  • ეფექტურად აკონტროლებს/ებრძვის ისეთ მწერებს, როგორიცაა, ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები, ცრუფარიანა, ჭრიჭინობელა და სხვა.
  • რეპელენტის თვისების წყალობით შეგვიძლია პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება და მეურნეობაში მავნებლების გაჩენის ალბათობის შემცირება.
  • უსაფრთხოა სასარგებლო და მტაცებელი მწერებისთვის.
  • არის ეკო მეგობრული და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
  • არ იწვევს რეზისტენტულობას
  • არ აქვს ნარჩენები

ფასი: 250 მლ.ლიტრი – 23 ლარი; 500 მლ.ლიტრი – 40 ლარი. 1 ლიტრი – 75 ლარი.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ბიომიქსი

მყარი ორგანულ – ბაქტერიული სასუქი „ბიომიქსი“ საქართველოში ორგანული სასუქებისა და ბიოლოგიური პრეპარატების მწარმოებელი კოპანიის, „ბიოაგრო …