2024/05/10
Home / ახალი ამბები / ტურინგენი და ნიმის ზეთი ვაზის ტკიპისა და ფარიანების წინააღმდეგ

ტურინგენი და ნიმის ზეთი ვაზის ტკიპისა და ფარიანების წინააღმდეგ

ვაზის ერთ-ერთ პრობლემურ მავნებლად ტკიპა მიიჩნევა, რადგან იგი მთელი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება, მრავლდება სწრაფად და მისი კონტროლი რთულია.

სავეგეტაციო პერიოდების მიხედვით სამი ტიპის ტკიპა ჰყავს ვაზს:

  1. ვაზის მეგალე ტკიპა – ჩნდება ფოთოლზე, სეზონის განმავლობაში;
  2. ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა – ჩნდება ფოთოლზე და ახალგაზრდა ყლორტებზე, სეზონის განმავლობაში;
  3. კვირტის ტკიპა – ადრე გაზაფხულზე, მარტი – აპრილის თვეში, კვირტების გაშლამდე ჩნდება.

ტკიპასთან ერთად პრობლემურია ვაზის ბალიშა ცრუფარიანა – ივლისის თვეში ჩნდება მოხეტიალე მატლები და სწორედ ამ პერიოდში საჭიროებს შეწამვლას.

„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ გთავაზობთ ამ მავნებლებთან ბიოლოგიურად ბრძოლის ღონისძიებესა და საჭირო ინსექტიციდებს.

  • სამუშაო ნაზავის მომზადება: ბიოლოგიური ინსექტიციდი ტურინგენი 2%-იანი + ბიოლოგიური ინსექტოაკარიციდი ნიმის ზეთი 0,5 – 0,7%-იანი. პროცენტულობები შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობის მიხედვით, სპეციალისტთან კონსულტაციით.

ამ წამლობით, წელს, შატო მუხრანმა წარმატებით დაიცვა ვაზი და ბიოლოგიურად ჯანსაღ მოსავალსაც ელოდებიან.

როგორც „შატო მუხრანის“ აგრონომი, გივი მუსელიანი გვიზიარებს, ვაზში ტკიპების გარდა სხვა მავნებლის პრობლემა არ ჰქონიათ, ტკიპას კი ტურინგენისა და ნიმის ზეთის სამუშაო ნაზავით წარმატებით ებრძოლეს.

„შატო მუხრანში“ ინსექტიციდები მთელი სეზონის განმავლობაში სულ 4-ჯერ შეიტანეს შემდეგი დოზირებით:

1 ჰექტარზე:

  • ტურინგენი – 5 ლიტრი
  • ნიმის ზეთი – 1 ლიტრი

წამლობა მეორდება მე-10 – მე-14 დღეს.

ეს წამლობები სრულად საკმარისი აღმოჩნდა „შატო მუხრანში“ მავნებლების საკონტროლოდ.

როგორც გვეუბნებიან, შედეგით კმაყოფილები არიან და შემდეგ წელსაც ანალოგიური სქემით აპირებენ წამლობების ჩატარებას.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …