2024/04/26
Home / ორგანიკა

ორგანიკა

თხევადი ორგანულ-ბაქტერიული სასუქი ორგანიკა

თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა” არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი, რომელსაც მოპოვებული აქვს ორგანული სერტიფიკატი და ოფიციალურად დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად, როგორც საქართველოში ასევე ევროკავშირში.

თხევადი ორგანული სასუქი”ორგანიკა” დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისგან და გამოიყენება, ფესვით და ფესვგარეშე კვებისთვის, ყველა სახის მცენარისთვის – ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.), ყვავილები, გაზონის ბალახი და სხვ.;

“ორგანიკა”, აგრეთვე გამოიყენება როგორც ნიადაგის თვისებების გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის საშუალება (ჰუმუსი აგრეგატული მდგომარეობა და ა.შ.);

სასუქი გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად და განსაკუთრებულად ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში.

თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა” 2011 წელს, მიჩნეული იქნა საუკეთესო ბიოინოვაციად. მიენიჭა QC100 ხარისხის ნიშანი და ლონდონის გალა ცერემონიალზე დაჯილდოვდა საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინით.

გამოყენების წესები –თხევადი ორგანულ-ბაქტერიული სასუქი ორგანიკა

ფასი: 1 ლიტრიანი – 7 ლარი; 5 ლიტრიანი – 32 ლარი