2024/05/17
Home / ახალი ამბები / “თამარისის ტბებმა” საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა

“თამარისის ტბებმა” საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა

ოქტომბრის ბოლოს თამარისში მოსავალი დააბინავეს და საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის მთავარი თემა ეროვნული ეკონომიკები გლობალური და ლოკალური ტრანსფორმაციის პირობებში იყო.

კონფერენციაზე თემები წარადგინეს “ბიოაგროს” სპეციალისტებმა კარლო კიკორიამ, შაქრო ყანჩაველმა და ლია რეხვიაშვილმა, რომლებმაც ისაუბრეს როგორც, ზოგადად, ბიო მეურნეობის მნიშვნელობაზე, ასევე ბიომეურნეობაში ბიო პრეპარატებისა და ორგანული სასუქების გამოყენების პერსპექტივებზე.

კონფერენციაზე მოხსენებით ასევე გამოვიდნენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერი გივი წილოსანი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი- ნიკოლოზ სულხანიშვილი, როვნული სატყეო სააგენტოს მთავარი სპეციალისტი – გიორგი მამადაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარმა სპეციალისტმა – მანანა ფარცვანიამ.

კონფერენციაზე განიხილეს მავნებლებისა და დაავადებების გავრცელება და მათთან ბრძოლის მეთოდები.

ბიო პრეპარატებისა და ორგანული სასუქების ჭრილში განხილული იყო “ბიოაგროს” პრეპარატები და თხევადი სასუქი ორგანიკა და ჩატარებული კვლევების მიხედვით განიხილეს მათი ეფექტურობა და დადებითი ზეგავლენა როგორც ბიო მეურნეობაზე ასევე მთლიანად, ეკოლოგიაზე.

კონფერენციის დასასრულს კი სტუმრება ვენახის დაკრეფასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა.

 

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …