2024/05/02
Home / ბიბლიოთეკა / მავნებლები / ამერიკული თეთრი პეპელა

ამერიკული თეთრი პეპელა

 

ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ამჟამად საქართველოში მავნებლის მაღალი გავრცელების ზონებია ფოთის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ლანჩხუთის რაიონები, აჭარისა და აფხაზეთის ა.რ.
საშუალო გავრცელების — აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, ჩოხატაურის, ხონის რაიონები; დაბალი გავრცელების — ქ. ქუთაისი, ხარაგაულის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს რაიონები. სურამის ქედი წარმოადგენს ბუფერულ ზონას (გამყოფს საკარანტინო ზონისა და მავნებლისაგან თავისუფალ ზონას შორის).
ამერიკული თეთრი პეპელა პოლიფაგი მწერია, იკვებება 300-ზე მეტი სახეობის მცენარით, ხეხილის, ტყის ჯიშების, დეკორატიული მცენარეების, ვაზის, სიმინდისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფოთლებით. უპირატესობას ანიჭებს თუთას, ამერიკულ ნეკერჩხალს, თხილს, კაკალს, თხმელას, ვაშლსა და მსხალს. აფუთქარების პერიოდებში იწვევს მცენარის სრულ გაშიშვლებას, რის შემდეგაც დაზიანებულ მცენარეზე ქერქიჭამიები სახლდებიან.
თუ ამერიკული თეთრი პეპელა მავნეობს ზედიზედ რამდენიმე წელი, მაშინ მცენარე ხმება.
ამერიკული თეთრი პეპლის ფრთები თოვლივით თეთრია, ზოგჯერ გვხვდება შავი ან ყავისფერი ლაქებით. იგი, ძირითადად, ორ თაობას იძლევა. თუმცა, იშვიათად, თბილი შემოდგომის პირობებში, შესაძლოა, გაჩნდეს არასრული მესამე თაობაც. პირველი თაობის პეპლები აქტიურად ფრენენ აპრილ-მაისში, ხოლო მეორე თაობა ჩნდება ივლის-აგვისტოში.
მწერის კვერცხის განვითარების ხანგრძლივობა 7-20 დღეა, მატლის — 30-45, ხოლო ჭუპრის — 14-20 დღე. ვადები მერყეობს კლიმატური პირობების შესაბამისად. კლიმატური პირობების გამო, ტენიანი, ხანგრძლივი გაზაფხულისა და მოკლე, გრილი ზაფხულის პერიოდში მავნებლის განვითარების ციკლი საგრძნობლად გახანგრძლივებულია, ხოლო მოკლე თბილი გაზაფხულისა და ზომიერად ტენიანი ცხელი ზაფხულის პერიოდში – პირიქით, შემოკლებულია. (www.agrokavkaz.ge)
 ბრძოლის ბიოლოგიური საშუალება:

სასარგებლო ბმულები
www.agrokavkaz.ge
ბმული ქართული ვიკიპედია
ბმული ინგლისური ვიკიპედია
ბმული რუსული ვიკიპედია

About DG

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …