2024/05/03
Home / ბიბლიოთეკა / პუბლიკაციები / როგორ დავამზადოთ კომპოსტი?

როგორ დავამზადოთ კომპოსტი?

უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი, (სიგანე – 1-1,5 მეტრი; სიგრძე – კომპოსტის რაოდენობის შესაბამისად; სიმაღლე – 1,5 – 2 მეტრი).
შერჩეული ფართობი უნდა გაფხვიერდეს (ბარი, თოხი, ფრეზი)
კომპოსტი მზადდება ფენებად:
1. პირველი ფენა (40 – 50 სმ) – ბუჩქების, ვენახის, დაქუცმაცებული ანასხლავი, ფიჩხი, თივა, ნამჯა, ჩალა ან სხვა შედარებით ძნელად შლადი ორგანული ნარჩენები.

  1. მეორე ფენა (30 – 40 სმ.) – სამზარეულოს ორგანული ნარჩენები (ნაფცქვენები, ნაჭუჭები), ჩამოცვენილი ხის ფოთლები, მოთიბული ბალახები (სასურველია შევურიოთ ჭინჭარი და პარკოსანთა ნარჩენები) გადამწვარი ნაკელი და სხვა ადვილად შლადი ორგანული ნარჩენები.
  2. მესამე ფენა (10 -15 სმ.) – ბაღის მიწა, რომელსაც უნდა მოეყაროს ხის ნაცარი.
  3. შემდეგ ვიმეორებთ მე-2 და მე-3 პუნქტებს სანამ საკომპოსტე გროვის სიმაღლე არ მიაღწევს 1,5 – 2 მეტრს.
  4. გამზადებული საკომპოსტე გროვა უნდა დაიფაროს ნამჯით ან თივით.
  5. მშრალი ამინდების პერიოდში საკომპოსტე გროვა კვირაში 2 – 3 – ჯერ უნდა დატენიანდეს (მოირწყას). წვიმიან პერიოდში გროვის ქვეშ არ უნდა დგებოდეს წყალი, ხოლო ძლიერი წვიმის დროს გროვას უნდა გადავაფაროთ პოლიეთილენის აპკი, რათა არ მოხდეს კომპოსტის გამორეცხვა.
  6. კომპოსტი მზად იქნება 5 -6 თვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ უნდა მოხდეს კომპოსტის მასის არევა (გადაბრუნება) ისე, რომ არ შევეხოთ პირველ ფენას. (ამ დროს სასურველია კომპოსტის გროვის – ჭიაყელებით, ქვის ფქვილით და ჭინჭრის ნაყენით გამდიდრება).
  7. კომპოსტის გროვაში არ შეიძლება გამოვიყენოთ: შხამიანი (ლენცოფა, აბუსალათინი), ფიტონციდების შემცველი (ევკალიპტი, დაფნა, წაბლი, აკაცია, კაკალი, კიპარისი) მცენარეები, მეტალი, პლასტმასი, შუშა, ხის დიდი ნაჭრები.

წყარო: Agroface.ge

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

საშემოდგომო ხორბლის „ბიოაგროს“ ტექნოლოგიური მეთოდით მოვლა-მოყვნის ზოგადი სქემა

საშემოდგომო ხორბალი; ირაკლი რეხვიაშვილი; ხორბალი; ორგანული მეურნეობა; ბიოლოგიური ხორბალი