2024/05/03

ხორბალი

მოყვანის ტექნოლოგია

  • სასურველია მოხდეს მოდხეს ისეთი ფართობის შერჩევა სადაც არ იყო კულტივირებული მარცვლოვანი კულტურები
  • ნიადაგის სახნავ ფენაში ჩატარდეს ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზი
  • ნიადაგის დამუშავება უნდა მოხდეს აგროწესების დაცვით. (სასურველია ნიდაგი დამუშავდეს ჩიზელით)
  • ნიადაგის ქიმიური ანალიზის საფუძველზე შეირჩეს სასუქის  (ორგანიკა) დოზა
  • კლიმატური მოთხოვნების მიხედვით უმჯობესია შეირჩეს ადაპტირებული (შეჩვეული) ხორბლის ჯიშების სტანდარტული სათესლე მასალა
  • მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა წინასწარ უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა)  და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.
  • საშემოდგომო ხორბლის თესვა უნდა ჩატარდეს ოქტომბერ-ნოემბერში, საგაზაფხულო ხორბლის კი აპრილის თვეში

ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, თესვისას ან თესვამდე, ყოველ ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 3-6 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.

პირველი ფოთლოვანი გამოკვება:  3-4 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ბიოკატენა (ფესვის სიდამპლეების შემთხვევაში). 

მეორე ფოთლოვანი გამოკვება:  ბარტყობის ფაზის დაწყებამდე (პირველი გამოკვებიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ), ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-7 ლიტრი ორგანიკა +   5 ლიტრი ლეპიდინი (ბუგრების არსებობის შემთხვევაში)

მესამე ფოთლოვანი გამოკვება:  აღერების ფაზაში, ორგანული სასუქის  ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა + 5 ფიტოკატენა (ჟანგებისა და სეპტორიოზის  წინააღმდეგ)

ხორბალზე გავრცელებული მავნე ორგანიზმებიდან მნიშვნელოვანია:
დაავადებები: გუდაფშუტები, ჟანგები, ფესვის სიდამპლეები, ფუზარიოზი, სეპტორიოზი ასევე ბაქტერიული დაავადებები.
მავნებლები: პურის ბზუალა, მავნე კუსებურა, ჭიაწურბელა, პურის ხოჭო და ბუგრები.

ხორბლის მოსავლის აღება უნდა მოხდეს აგროწესების დაცვით რათა ადგილი არ ჰქონდეს მოსავლის დანაკარგებს და თავიდან ავიცილოთ დამატებითი ინფექციის წყარო – ნაგერალას სახით.

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია