2024/05/12
Home / ბიბლიოთეკა / დაავადებები / მურა ლაქიანობა სათბურში

მურა ლაქიანობა სათბურში

  • კულტურა – პამიდორი; კიტრი; წიწაკა; მწვანე ხახვი
  • დაავადების გამომწვევი – სოკო კლადოსპორიუმი პამიდორში; სოკო სკოლეოტოსიხუმი კიტრში.
  • გამოვლინება – სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას, შედარებით იშვიათად ყლორტებზეც გადადის. ნაყოფების დაავადება ძალიან იშვიათია.
  • განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა. ტემპერატურული რეჟიმი – 22 – 25°.
  • პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები – პამიდორში – დასაწყისშივე ჯანსაღი ჩითილები უნდა გადავრგათ. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოვიტანოთ მცენარის ნარჩენები და ჩავატაროთ წამლობები. წამლობისთვის გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი. კიტრში,წიწაკაში – საჭიროა თესლბრუნვის წარმოება; ნაყოფის გამონასკვის პერიოდში უნდა ჩაუტარდეს წამლობა ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით. მწვანე ხახვში – საჭიროა წამლობა ჩაუტარდეს ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით, 3-ჯერ, 8-10 დღიანი ინტერვალით.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

მაყვლის ჭრაქი

დაავადებისგან ფოთლის ქვედა მხრეზე ჩნდება ღია ვარდისფერი ან ბაცი ყავისფერი ლაქები, ძლიერდაავადებული ფოთლებიფოთლები შეიძლება მცენარეს მოსწყდეს და ჩამოცვივდეს. ჭრაქით დაავადებული ყვავილებიდან ვითარდება დეფორმირებული ნაყოფები.