2024/05/05
Home / პროდუქცია / კულტურათა მოყვანის სქემები / ბადრიჯანი – მოყვანის სქემა

ბადრიჯანი – მოყვანის სქემა

სქემა ბიომეურნეობებისათვის

წინასწარ მომზადებულ ნიადაგში, განოყიერების მიზნით, შევიტანოთ ორგანულ-მინერალური სასუქი „ბიომიქსი“ საშუალოდ ერთ ჰექტარზე 6-10 ტომარა.
ჩითილების გამოსაყვანად აუცილებელია თესლი დამუშავდეს „ორგანიკას“ და ბიოკატენას 1-%-იანი  სამუშაო ხსნარში, რისთვისაც ერთ ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას 10-15 მილილიტრი სასუქი და პრეპარატი და მასში თესლი ჩალბეს 10-12 საათის განმავლობაში.
ჩითილების გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 150-200 მლ. ორგანიკას 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

 I წამლობა: უნდა ჩატარდეს ჩითილების 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ფიტოფტოროზისა და ფესვის სიდიდამპლის წინააღმდეგ, აგროკატენას და ბიოკატენას 2 %-იანი კომბინირებული ნაზავით/

II წამლობა ტარდება ჩითილებს გადარგვიდან 10-15 დღეში, დავადებების – ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ 1%-იანი აგროკატენას და ბიოკატენას კომბინირებული ნაზავით, ხოლო მცენარეთა გამოკვების მიზნით ფესვებში უნდა მიეწოდოს „ორგანიკას“  2%-იანი ნაზავი (წვეთოვანი მორწყვით  ან ხელით)

III წამლობა ტარდება ყვავილობის დაწყების ფაზაში, იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენებით.

IV წამლობა ტარდება ნაყოფების გამონასკვის ფაზაში   2 %-იანი აგოროკატენა + 2 %-იანი ბიოინსექტიციდი ლეპიდინი (ბუგრების წინააღმდეგ)     + 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან რომელიმე კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი ფუნგიციდი.

V წამლობა ტარდება მეხუთე  IV წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.

VI წამლობა ტარდება V წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ,  ზემოთ ჩამოთვლი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.

VII წამლობა ტარდება ნაყოფების სიმწიფეში შესვლის ფაზაში, დაავადებების – ალტერნარიოზის, ფომოფსისის და ბაქტერიოზის წინააღმდეგ; მავნებლების- ბუგრების, ფრთათეთრას წინააღმდეგ, ფიტოკატენა+აგროკატენა+ლეპიდინის 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.

VIII წამლობა ტარდება ნაყოფების სიმწიფის ფაზაში, დაავადებების – ალტერნარიოზის, სეპტორიოზის და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლების- კოლოოფის ჭია, ბუგრების, ფრთათეთრას და  წინააღმდეგ იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავით.

შენიშვნა: ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტოსანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში,  სასურველია მთვარის   კალენდრის მიხედვით.

ტრაქეომიკოზური ჭკნობის გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია დაავადებული მცენარეები ფართობიდან გამოიტანოთ და განადგურდეს.

About DG

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია