სქემა ბიომეურნეობებისათვის
წინასწარ მომზადებულ ნიადაგში, განოყიერების მიზნით, შევიტანით თხევადი ორგანულ.ი სასუქი „ორგანიკა“ საშუალოდ ერთ ჰექტარზე 30-40 ლიტრი (დასხურების წესით).
ჩითილების გამოსაყვანად აუცილებელია პამიდორის, ბადრიჯანის და წიწაკის თესლი დამუშავდეს „ორგანიკის“ 1-1,5%-იანი სამუშაო ხსნარში, რისთვისაც ერთ ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას 10-15 მილილიტრი სასუქი და მასში თესლი ჩალბეს 10-12 საათის განმავლობაში.
ჩითილების გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 150-200 მლ. ორგანიკას 2%-იანი სამუშაო ხსნარი.
პირველი წამლობა: უნდა ჩატარდეს ჩითილების 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ფიტოფტოროზისა და ფესვის სიდიდამპლის წინააღმდეგ, ფიტოკატენასა და ბიოკატენას 2 %-იანი კომბინირებული ნაზავით/
მეორე წამლობა ტარდება ჩითილებს გადარგვიდან 10-15 დღეში, დავადებების – ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ 1%-იანი ფიტოკატენას და ბიოკატენას კომბინირებული ნაზავით, ხოლო მცენარეთა გამოკვების მიზნით ფესვებში უნდა მიეწოდოს „ორგანიკას“ 2%-იანი ნაზავი (წვეთოვანი მორწყვით ან ხელით)
მესამე წამლობა ტარდება ყვავილობის დაწყების ფაზაში, იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენებით.
მეოთხე წამლობა ტარდება ნაყოფების გამონასკვის ფაზაში 2 %-იანი ფიტოკატენა + 2 %-იანი ბიოინსექტიციდი ლეპიდინი (ბუგრების წინააღმდეგ) + 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან რომელიმე კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი ფუნგიციდი.
მეხუთე წამლობა ტარდება მეხუთე მე-4-ე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.
მეექვსე წამლობა ტარდება მე-5-ე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.
მეშვიდე წამლობა ტარდება ნაყოფების სიმწიფეში შესვლის ფაზაში, დაავადებების – ფიტოფტოროზის, სეპტორიოზის, ალტერნარიოზის, ფომოფსისის და ბაქტერიოზის წინააღმდეგ; მავნებლების- ბუგრების, ფრთათეთრას, კოლოფის ჭიის და პომიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ, ფიტოკატენა+აგროკატენა+ლეპიდინის 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.
მერვე წამლობა ტარდება ნაყოფების სიმწიფის ფაზაში, დაავადებების – ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლების- კოლოოფის ჭია, ბუგრების, ფრთათეთრას და პამიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავით.
შენიშვნა: ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტოსანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში, სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით.