2024/05/14

კარტოფილი

კარტოფილის მოსაყვანად  აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებტენიან რაიონებში შემოდგომით, ხოლო ჭარბტენიან ზონაში ადრე გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს ნიადაგი შესაბამისად შერჩეული მეთოდით.

კარტოფილის რგვა უკვე შეიძლება როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 10-12 გრადუსს . სასურველია სათესლედ  შეირჩეს სტანდარტული თესლი (ტუბერის წონა 40-50 გრამი). ერთ ჰექტარზე ირგვება 3 ტონა, 10-12 სმ სიღრმეზე.

ტუბერების დამუშავევბა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა მოხდეს დარგვამდე ერთი დღით ადრე ორგანიკა  +  ბიოკატენა + ტურინგენი + მიკორიზა  2%-იანი სამუშაო ნაზავით. ერთ ტონა თესლის დასამუშავებელად საკმარისია  10-15 ლიტრი სამუშაო ნაზავი. დამუშავებული სარგავი მასალა უნდა შეშრეს ჩრდილში ან საწყობის პირობებში.

ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად: ერთ ჰექტარ ფართობზე, რგვის დროს ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი. 6-10 ტომარა (ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინერე)

I ფოთლოვანი კვება, დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – როდესაც მცენარე მიაღწევს 12-15 სანტიმეტრს.  ერთ ჰექტარზე 5 ლიტრი ორგანიკა +   3 ლიტრი ტურინგენი + 3 ლიტრი აგროკატენა.

II ფოთლოვანი კვება, დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – ყვავილობის დასაწყისში.  ერთ ჰექტარზე 10 ლიტრი ორგანიკა +   5 ლიტრი ტურინგენი + 5 ლიტრი აგროკატენა

10-14 დღის შემდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ უნდა განმეორდეს წამლობა 5 ლიტრი ტურინგენი + 5 ლიტრი აგროკატენა + 5 ლიტრი ორგანიკა.

ხშირი წვიმების შემთხვევაში პრეპარატებთან ერთად დამატებით უნდა გამოვიყენოთ ბოსდოს ნარევის 1%-იანი ნაზავი.

მნიშვნელოვანია!
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 100 მლ. მიმწებებელი ლიპოსამი ან ადიუგრეინი 10%.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი, თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ტურინგენი, აგროკატენა.