2024/05/04

ვაზი

ვაზის წამლობათა სქემა ბიომეურნეობაში (საჰექტრო ნორმები)

ნიადაგის განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი – 10-14 ტომარა ერთ ჰექტარზე

I წამლობა
კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ
ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან და  გაშლამდე. მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა. 
ლეპიდინი (3ლიტრი) + ტურინგენი (3 ლიტრი)+ნიმის ზეთი (0,5%) 

II  წამლობა
ჭრაქის წინააღმდეგ.
ფენოფაზა – პირველი ორი ფოთოლი ნორმალური სიდიდის 2/3-ია. მაისის I დეკადა.
სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%)

III  წამლობა – II წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილედებზე კოკრების განცალკევება – ბუტონიზაცია. მაისის II- III დეკადა.
ლეპიდინი (3 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0,5%)+ნიმის ზეთი (0,5%) 

IV წამლობა – III წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის,  და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.  
ფენოფაზა
– ყვავილობა. მაისის ბოლო, ივნისის I დეკადა.
აგროკატენა (8 -10 ლიტრი) + ლეპიდინი (5 ლიტრი).

V  წამლობა – IV წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრისა და ყურძნის ჭიის  II თაობის მატლების წინააღმდეგ. 
ფენოფაზა
– გამოხორბვლა. ივნისის II-III დეკადა.
ორგანიკა (3 ლიტრი ) + ლეპიდინი (5 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%)

VI წამლობა – V წამლობიდან  7-10 დღეში.
ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა
– ისვრიმობა. ივლისის  I-II დეკადა .
აგროკატენა 18 ლიტრი +ნიმის ზეთი (0,5%)  + გოგირდის შემცველი პრეპარატი 0.5%.

VII წამლობა – VI წამლობიდან  7-10 დღეში. 
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა
– მარცვლების დამსხვილება. ივლისის II-III დეკადა.
ლეპიდინი (5 ლიტრი) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%)  + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%)

VIII წამლობა – VII წამლობიდან  7-10 დღეში. 
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ 
ფენოფაზა
– შეთვალების დასაწყისი. ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა.  
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (10 ლიტრი) +ლეპიდინი (5 ლიტრი)

IX წამლობა – VII წამლობიდან  7-10 დღეში.
ნაცრის,  სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა – სიმწიფეში შესვლა. აგვისტოს II დეკადა. 
აგროკატენა (6 ლიტრი) + ლეპიდინი (4 ლიტრი)+სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%)

  • წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, თუმცა, რეგიონისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
  • წამლობა უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის მერე ან  დღის მეორე ნახევარში მზის გადასვლის შემდეგ.  
  • მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის, სასურველია ბიო მიმწებებელის გამოყენება
  • მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის  მომზადება და ნოემბრის თვეში ფართობის დამუშავება ბიოპრეპარატით ბიოკატენა. საჰექტრო ნორმა 5-7 ლიტრი.
  • სქემაში სპილენძის და გოგირდის შემცველებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი დასახელების პრეპარატი.

თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ნიმის ზეთი

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია