2024/05/03

კიტრი – მოყვანის სქემა

სქემა ბიომეურნეობებისათვის

თესლის დამუშავება: დალბობა 2%-იანი ორგანიკის + 2%-იანი ლეპიდინის და 2%-იანი ბიოკატენას კომბინირებული ნაზავით, 8-12 საათის ექსპოზიციით. ასევე გოგროვნების ჩითილები გადარგვის წინ უნდა მოთასვსდეს ზემოთ აღნიშნულ კომბინირებულ ხსნარში 1-2 საათის განმავლობაში.

ნიადაგის განოყიერება: ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი, ხარჯვის ნორმა ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე 6-10 ტომარა.

I წამლობა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში ჭრაქის წინააღმდეგ 0,5%-იანი ბორდოს ნარევით, ხარჯვის ნორმა  1-1,5 კგ/ჰა.

II  მეორე წამლობა ტარდება პირველი წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ ჭრაქის წინააღმდეგ 2%-იანი ფიტოკატენა+ 2%-იანი ბიოკატენა, ხარჯვის ნორმა 4-5 ლიტრი/ჰა-ზე.

III წამლობა ტარდება 7-10 დღის შემდეგ ჭრაქი,ს ნაცრის და ანთრაქნოზის წინააღმდეგ 1%-იანი ბორდოს ნარევით, ხარჯვის ნორმა 3-4 კგ/ჰა + 0,4 %-იანი თიოვიტ ჯეტა, ხარჯვის ნორმა 1-2 კგ/ჰა, ხოლო ბუგრების წინააღმდეგ 2%-იანი ლეპიდინით, ხარჯვის ნორმა 6 ლიტრი/ჰა-ზე, ხოლო ფოთლოვანი  გამოკვების მიზნით კი უნდა დაემატოს აღნიშნულ ნაზავს 3-4 ლიტრი ორგანიკა.

IV წამლობა ტარდება მესამე წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების – ჭრაქი, ნაცარი, სამხრეთული და თეთრი სიდამპლეები, ბაქტერიული ლაქიანობები, მავნებლებიდან- ბუგრების,   ფრთათეთრას და ტკიპების (არსებობის შემთხვევაში) 2%-იანი ფიტოკატენა, ხარჯვის ნორმა (6-8 ლიტრი/ჰა) + 2%-იანი ლეპიდინი (6-8 ლიტრი/ჰა) + 2%-იანი აგროკატენა (6-8 ლიტრი/ჰა), ხოლო ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ ნარევს უნდა დაემატოს ორგანიკა 4-6 ლიტრი ჰექტარზე.

V წამლობა ტარდება წინა წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენებით რაც IV წამლობისას.

მავნებლების იმაგოების შეზღუდვის მიზნით მიზანშეწონილია განთავსდეს წებოვანი ფირები – 8-10 ცალი ყოველ 500 მ2 ფართობზე.

შენიშვნა: ვირუსული დაავადებების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაავადებული მცენარეების ფართობიდან გატანა და განადგურება.

About DG

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია