2024/05/03

ნიორი – მოყვანის სქემა

სქემა ბიოლოგიური მეურნეობისთვის

თესლის  მომზადება: დასათესად გამოიყენება სტანდარტული ზომის კბილები. რომლებიც უნდა  დამუშავდეს ორგანული სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი კომბინირებული სამუშაო ნაზავით (ჩალბობა 12 საათის ექსპოზიციით). დამუშავების შემდეგ თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ შევიტანოთ 6-10 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.
ნიადაგში მცხოვრები მავნებლების (მახრა, მავთულა, ცრუ მავთულა ჭიები და სხვ.) წინააღმდეგ  ლეპიდინი+ბოვერინის 2%-იან ნაზავზე დამზადებული სატყუარა მასალა უნდა ჩალაგდეს მწკრივებში საშუალოდ 5 სმ. სიღმეზე.

I წამლობა: როდესაც აღმონაცენი მიაღწევს 10-15 სმ. სიმაღლეს, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, ფესვისვის ყელის სიდამპლე) ბიოკატენა + ფიტოკატენა 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.

II წამლობა: I წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, თეთრი სიდამპლე) და მავნებლების (ხახვის ბუზი, ოთხფეხა ტკიპა) წინააღმდეგ. ლეპიდინი 5 ლიტრი + ბორდოს ნარევი (2 კგ). პრეპარატები უნდა გაიხსნას 250-300 ლიტრ წყალში.

III წამლობა: II წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

IV წამლობა: III  წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ფიტოკატენა +ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

About DG

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია