2024/05/03

მარწყვი

სქემა ორგანული მეურნეობებისათვის

ნერგის  მომზადება: ფესვები ჩაალბეთ  სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავში 12 საათის განმავლობაში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 10-12 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.

I წამლობა: ყვავილობის დაწყებამდე, მცენარეს უნდა მოშორდეს დაავადებული და დაზიანებული ფოთლები, ხოლო შემდეგ ჩატარდეს წამლობა დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) წინააღმდეგ, აგროკატენა+ბიოკატენა (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

II წამლობა: ყვავილობის დამთავრების შემდეგ, დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) და მავნებლების (მარწყვის ცხვირგრძელა, ბუგრები) წინააღმდეგ, აგროკატენა+ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე).

ყოველი შემდგომი წამლობა გაიმეორეტ 10-14 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

მცენარის ზედაპირზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. ბიოლოგიური მიმწებებელი.

About DG

Check Also

თხილი

მოყვანის ტექნოლოგია